ადვოკატის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის, თუ სად იმყოფება სააკაშვილი,თუმცა ვარაუდობს,რომ ის ჩერნოვციში გაემგზავრა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა შეუძლია ივარაუდოს, რომ ის ჩერნოვციში გაემგზავრა.
სამართალდამცველ სტრუქტურებში წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ლვოვის ოლქის ტერიტორია არ დაუტოვებია.
მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვა ირწმუნებოდა, რომ ის არსად არ აპირებს გამგზავრებას და ლვოვში სასტუმროში დარჩებოდა, თუმცა, გვიან ღამით სააკაშვილმა სასტუმრო დატოვა და როგორც სასტუმროს თანამშრომლებმა განაცხადეს, პოლიტიკოსი სასტუმროში არ დაბრუნებულა.
რაც შეეხება სააკაშვილის დაცვას, ისინი აცხადებენ, რომ ის საქმეებზეა წასული.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჩერნოვეცის სასტუმროს ნომერში, სადაც ის ცხოვრობდა, უკრაინის სპეცსამსახურები ფარული მიყურადების აპარატების დაყენებას ცდილობდნენ
