ადვოკატი მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

ადვოკატი მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ 1TV-ი წერს.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო მის საჩივარს დააკმაყოფილებს.

“ჩვენ ვასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მინდა, წინასწარვე გამოვთქვა ჩემი წუხილი, რომ არ მაქვს იმედი, სააპელაციო სასამართლო ჩვენს საჩივარს დააკმაყოფილებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს, ვფიქრობ, მოსამართლეები უნდა იყვნენ მეტად დაფიქრებულები, მხოლოდ და მხოლოდ კანონიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 7 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.

არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულ მოზარდს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მას ბრალიც დაუმძიმდა. დაკავებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა ახალ კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

35-ე სკოლის მოსწავლეები  31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები