ადვოკატ გოგა ონიანს საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ადვოკატ გოგა ონიანს საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ადვოკატ გოგა ონიანს საქალაქო სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. განაჩენს, როგორც ონიანის ოჯახის წევრები, ისე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აპროტესტებენ.

პროცესზე შეუძლოდ გახდა ონიანის ახლობელი, რისთვისაც საქალაქო სასამართლოში სასწრაფო გამოიძახეს.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით დააკავეს “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერი, ლევან მდინარაძე, მეტსახელად დიჯეი რემბოც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები