ადამიანებმა, ვინც არიან თვითიზოლაციაში, ან შემოდიან, უნდა დაიცვან ის წესები, რომ ფართო გავრცელებას შევეწინააღმდეგოთ.

ადამიანებმა, ვინც არიან თვითიზოლაციაში, ან შემოდიან, უნდა დაიცვან ის წესები, რომ ფართო გავრცელებას შევეწინააღმდეგოთ.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საავადმყოფოებს გადაუდებელი სიტუაციებისთვის მზადყოფნა ევალებათ.

მისივე თქმით, ინფექციის უფრო მეტად გავრცელება გარდაუვალია, თუმცა მიზანი გავრცელების ტემპის მართვა უნდა იყოს.

“დასამალი არ არის, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. მთავარია, არ მოიმატოს იმ ტემპით, რომელიც ჩვენ სცენარებში გვიწერია და გვაქვს ჩვენ ეს 3 სამუშაო სცენარი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ საზღვარი. ადამიანებმა, ვინც არიან თვითიზოლაციაში, ან შემოდიან, უნდა დაიცვან ის წესები, რომ ფართო გავრცელებას შევეწინააღმდეგოთ. მეორე მხრივ, თითოეულ საავადმყოფოს მზადყოფნა აქვს და ევალება სალიცენზიო პირობებით, რომ უნდა ჰქონდეთ თავიანთი, ე.წ. გადაუდებელ სიტუაციებზე მზადყოფნის გეგმები და ამ გეგმების მიხედვით უნდა იყოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ეს ეპიდემია დაიწყო მთელს მსოფლიოში, მე ვიცი, რომ წამყვანი საავადმყოფოები ამისთვის ემზადებოდნენ და, დარწმუნებული ვარ, მათ უნდა ჰქონდეთ ეს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო, ვიცი, რომ ამის მონოტორინგს აწარმოებს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები