აბიტურიენტებს, რომლებიც “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში” აბარებდნენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უნივერსიტეტებში გეგმური ან არაგეგმური მობილობით უზრუნველყოფს.

შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ განათლების მინისტრსა და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“მინისტრი შეხვდა როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ახლაც სწავლობენ და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ იქნებოდნენ აბიტურიენტები და იმედი მაქვს, რომ ისინიც თვალს ადევნებენ პროცესს. ჩვენი სამინისტროს ამოცანაა, რომ ყველა სტუდენტისა და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესი დავიცვათ. მინისტრმა ყველა სტუდენტს აღუთქვა, რომ ეს ინტერესი დაცული იქნება. ყველა აბიტურიენტს, რომელსაც სხვადახვა მიმართულებაზე ჩაბარება უნდოდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, იქნება ეს გეგმური თუ არაგეგმური მობილობა, სხვადახვა უნივერსიტეტში გადანაწილება,”- განაცხადა თევზაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები