9 თებერვალი, მთვარის ოცდამეოთხე დღე

9 თებერვალი, მთვარის ოცდამეოთხე დღე

პარასკევი, მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.
სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შემოქმედებითი ნიჭით იქნება დაჯილდოებული.
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ.
თუ არ გსურთ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, თმის შეჭრისგან თავი შეიკავეთ.
ამ დღის ქვებია: მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი, ობსიდიანი.

მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 3:40

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე მშვილდოსანში
გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

კომენტარები