9 იანვარს თიბისი ბანკის აქციების ფასი 5,38 პროცენტით შემცირდა

9 იანვარს თიბისი ბანკის აქციების ფასი 5,38 პროცენტით შემცირდა

9 იანვრის სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზეთიბისი ბანკის აქციებზე ფასი 5,38 პროცენტით შემცირდა. სავაჭრო დღის გახნის მომენტისთვის ქართული ბანკის აქციაზე ფასი 15 გირვანქა სტერლინგს შეადგნედა, ხოლო დღის მიწურულს 14,08 გირვანქა სტერლინგს. ინფორმაცია ამ საკითხზე თავდაპირველად ბიზნეს მედია ჯგუფმაგაავრცელა.

 

$803 მილიონიდან $760 მილიონამდე შემცირდა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაც. უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ბანკის აქციებზე მაქსიმალური ფასი 6 აპრილს დაფიქსირდა (‎18,96 გირვანქა სტერლინგი), ხოლო მინიმალური — 24 დეკემბერს (13,50 გირვანქა სტერლინგი). ბოლო ერთი წლის მანძილზე ბანკის აქციებზე ფასები ‎13,42-დან ‎19,3 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობდა.

თიბისის აქციების გაუფასურებასთან ერთად 5,57 პროცენტით გაიზარდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კიდევ ერთი ქართული ბანკის, საქართელოს ბანკის აქციების ფასი. 9 იანვარს საქართველოს ბანკმააქციების ფასი 14,19-დან 15,2 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა, თუმცა საბაზრო კაპიტალიზაციით ის დაახლოებით ‎10 მილიონით კვლავ ჩამორჩება კონკურენტს.

 

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს, 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას “მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას” უწოდებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები