9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჰარმონიული დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან განწყობას გაგიუმჯობესებთ. გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანის სურვილები, გემოვნება.

კურო
ზომიერება გმართებთ ყველაფერში. განსაკუთრებით სასმელებსა და წამლებში. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.

ტყუპი
აუჩქარებლად, მშვიდად იმოქმედეთ. შეიქმენით დადებითი განწყობა. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედისთვის.

კირჩხიბი
გაიუმჯობესეთ ცხოვრებისეული პირობები, გაილამაზეთ გარემო, შეიქმენით კომფორტი. საღამოს შეგიძლიათ მეგობრებს უმასპინძლოთ.

ლომი
იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე. კარგი დღეა ნათესავების მოსანახულებლად. არ გამოაკლდეთ წვეულებას.

ქალწული
კარგი დღეა თანამოაზრეებთან იდეებისა და რჩევების გაცვლისთვის. ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების დაწყებას. განსაჯეთ სამართლიანად.

სასწორი
კარგი დღეა დასვენებისა და განმარტოებისთვის. თუმცა, ახლობლებთან ურთიერთობაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მორიელი
ნუ ხართ ზედმეტად სერიოზული და ეჭვიანი. მსუბუქად შეხედეთ მოვლენებს. რჩევები თქვენთვის საინტერესო ადამიანებისგან მიიღეთ.

მშვილდოსანი
დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. პატივი ეცით სხვა ადამიანების გემოვნებას, შეხედულებებს. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები.

თხის რქა
სხვების კი არა, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. ზოგიერთს შეიძლება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაუჩნდეს.

მერწყული
კარგი დღეა მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრებისა და მიმოწერისთვის. თავისუფლად მოქმედების საშუალება მოგეცემათ.

თევზები
დღეს მეტად მოგეთხოვებათ ზომიერება და ზრდილობა. შეიძლება ფორმალურ ცერემონიაში მიიღოთ მონაწილეობა. საყვარელი ადამიანის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

კომენტარები