84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი მიიღო

84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი მიიღო

84 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი მიიღო. პლენარულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა.

კორექტირებული ბიუჯეტი 15 მილიარდ 923 მილიონია. მთავრობა 2020 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების სახელფასო ფონდს 57 მილიონი ლარით შეამცირებს. მცირდება ცალკეული სამინისტროების დაფინანსებაც. შედეგად კი, ჯამურად, 600 მილიონი ლარის დაზოგვაა დაგეგმილი, რომლის უდიდესი ნაწილიც, სოციალურ ხარჯებს მოხმარდება.

ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მშპ-ს 55%-ს მიუახლოვდება. ეკონომიკური ზრდა კი მინუს 4 პროცენტი იქნება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები