8 ოქტემბერი, მთვარის ოცდამეცხრე დღე

8 ოქტემბერი, მთვარის ოცდამეცხრე დღე

ორშაბათი, მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოს
საკმაოდ რთული დღეა.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარი.
არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას.
მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში.
ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება.
სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი – არა.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ძილის წინ მიიღეთ შხაპი.
ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ობსიდიანი.

მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 4:25

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

კომენტარები