8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია. საქართველოს მთავრობის მიერ 23 მაისს გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი. .

„ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

Imedinews-ს „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, რომ მგზავრთა გადაყვანისთვის მზად არიან. ამისთვის შეიძინეს სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ საქალაქთაშორისო მიმოსვლას. „სავარაუდოდ ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს შეკრებაზე გადაწყდება“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

„საქართველოში რკინიგზით“ მგზავრთა გადაყვანა 31 მარტს შეჩერდა. როდის რა შეზღუდვები მოიხსნება. დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები