8-დან 11-ი ნოემბრის ჩათვლით, თბილისი პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს

8-დან 11-ი ნოემბრის ჩათვლით, თბილისი პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს

8-დან 11-ი ნოემბრის ჩათვლით, თბილისი პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ხმლით და რაპირით ფარიკაობაში პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს სახელით ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი გამოვლენ.

მსოფლიოს თასის გათამაშებას საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი და ეტლით მოსარგებლეთა და ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რუდი ვან დენ აბელე დაესწრებიან.

ტურნირში 30 ქვეყნის 300-მდე პარამოფარიკავე მონაწილეობს. ასეთი რანგის შეჯიბრება თბილისში საქართველოს პარასპორტის ისტორიაში პირველად ტარდება.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები