ზურაბ აბაშიძეს მიაჩნია, რომ საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობა ისევ ჩიხშია
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მიაჩნია, რომ საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობა ისევ ჩიხშია. ამის შესახებ მან Известия-სთან ინტერვიუში თქვა.
ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეკონომიკურ ჭრილში, ვაჭრობის აღდგენისა და სატრანსპორტო კავშირების გასაძლიერებლად ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა პოლიტიკურ ჭრილში პრობლემები რჩება.
“ამასთან, იზრდება საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობაც – 2017 წელს მილიონზე მეტი რუსი ეწვია ჩვენ ქვეყანას. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა არ სჭირდება. ახალი წლის წინ ოპტიმისტური სურვილები ყოველთვის არსებობს, მაგრამ პოლიტიკურ ურთიერთობას რაც შეეხება, ის სამწუხაროდ ჯერ ისევ ჩიხშია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
Известия-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ორქვეყანას შორის ურთიერთობაზე ილაპარაკა. კარასინის თქმით, 2018 წლისთვის რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენას გააგრძელებს. კარასინმა საქართველო ნატოსთან ახლო ურთიერთობების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ნატო საქართველოს “უსაფრთხოებას არ აძლიერებს”.
მსგავსი სიახლეები

“შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი და ახლა საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე”

ოპოზიციას უნდა პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგალითად, 48 მლნ ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან და პარტიას მოახმარა-მდინარაძე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

კახა კალაძე – “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა
