7 წლის გეგა სოფრომაძემ „ტოიოტას” გლობალურ კონკურსში გაიმარჯვა

7 წლის გეგა სოფრომაძემ „ტოიოტას” გლობალურ კონკურსში გაიმარჯვა

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე „ტოიოტას” გლობალური კონკურსის გამარჯვებულია. 7 წლის ბიჭუნამ  „ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის ნომინაციაში“ მიაღწია წარმატებას.  დაჯილდოების ცერემონიალი იაპონიაში დღეს გაიმართა.
გეგას დედა ქრისტინე მესხი შვილთან ერთად იაპონიაში იმყოფება. მისი ფეისბუქის გვერდი შვილის წარმატების შესახებ იუწყება.
ვან გეგა დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით ეროვნულ სამოსში გამოწყობილი წარდგა.  იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც საქართველოს სახელით „ტოიოტას“ კონკურსის ფინალის ათეულში მოხვდა.
გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა.
ქუთაისელი პატარა ხელოვანი უკვე მრავალი კონკურსის გამარჯვებულია.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები