მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევათა, ასევე ამ შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირდა.
კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში 3331 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგად დაიღუპა 275, ხოლო დაშავდა 4696 ადამიანი. გასული წლის იგივე პერიოდში ავტოავარიების რიცხვი 3725 იყო (კლება 10%), დაღუპულთა რაოდენობა 306-ს აღწევდა (-12%), დაშავებულთა რიცხვი კი 5314-ს (-10%)
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი სამი მიზეზია: მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძემ ონში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ფაქტთან პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია.
