5 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ 320 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
5 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 320 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. არადეკლარირებული საქონელი საქართველოს მოქალაქეს, რ.მ-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
კატეგორიები:
სამართალი
მსგავსი სიახლეები
