41 წლის სპეცრაზმელი, რომელიც მიმდინარე სპეცოპერაციისას დაიჭრა, გარდაიცვალა

41 წლის სპეცრაზმელი, რომელიც მიმდინარე სპეცოპერაციისას დაიჭრა, გარდაიცვალა

41 წლის სპეცრაზმელი, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაიჭრა, ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა განაცხადა. მანამდე მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით.“, – განაცხადა ექიმმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები