4 სექტემბერს ვაკის რაიონში გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

4 სექტემბერს ვაკის რაიონში გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

4 სექტემბერს, ვაკის რაიონში გარკვეულ ქუჩებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. 4 სექტემბერს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, სიმონ ჯანაშიას ქუჩა №2, №4, №5, №7, №8, ივანე თარხნიშვილის ჩიხი №8, №11, თარხნიშვილის ქუჩა №11, აკაკი შანიძის ქუჩა №4, ყაზბეგის ჩიხი №4-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე 18:00 საათიდან აღდგება.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები