4 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

4 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გადაეცემა. მოქალაქეებს ონლაინ შეეძლებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.

დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. ისინი აცხადებენ, რომ დიპლომატების წინაშე 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები