4 და 5 მაისს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანლის, ალი ალიევთან შეხვედრა შედგა

4 და 5 მაისს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანლის, ალი ალიევთან შეხვედრა შედგა

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, 4 და 5 მაისს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანლის, ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან შეხვედრა შედგა. მისივე ცნობით, შეხვედრებზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს.
​აღნიშნული ინფორმაციის შესახებ დეკანოზმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანლის, ფაშა ზადეს წარმომადგენელთან, ალი ალიევთან. საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები