32 წლის ჰეიდი ტურუნენისა და 31 წლის ტომ რეინის უჩვეული ქორწილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

32 წლის ჰეიდი ტურუნენისა და 31 წლის ტომ რეინის უჩვეული ქორწილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

32 წლის ჰეიდი ტურუნენისა და 31 წლის ტომ რეინის უჩვეული ქორწილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ალპინისტი წყვილი ევერესტზე, ზღვის დონიდან 5380 მეტრზე, დაქორწინდა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

წყვილმა ევერესტზე 9 დღე გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დადეს მარადიული სიყვარულის ფიცი. მანამდე ჰეიდი და ტომი 10 თვის განმვალობაში ემზადეობოდნენ. მათ დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ნივთი შეიძინეს. მათ შორის საქორწინო კაბა და სიძის პიჯაკი.

აღმოჩნდა, რომ მათი ქორწილის დროს ევერესტზე ტურისტები იყვნენ, რომლებმაც წყვილს ფოტოები გადაუღედს და ბედნიერებაც უსურვეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები