31 მაისს, თბილისის მერია რიგით მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს გამართავს.

ფორუმს, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი ქალაქი“, როგორც საერთაშორისო, ასე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები დაესწრებიან.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი დღის წესრიგი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ურბანული განვითარების თემატიკაზე, ასევე, იმ თანამედროვე ტენდენციებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება მსოფლიოს წამყვან ქალაქებში.
„ამ თემებზე მსჯელობის მიზნით, გვინდა, თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი ქალაქი“, რომელზეც საუბარი იქნება ძირითადად, ურბანულ გამოწვევებზე, თუ როგორ შეებრძოლნენ განვითარებული ქვეყნები და ქალაქები ამ პრობლემას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ფორუმზე მსჯელობა იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე და მისი წარმატების ფაქტორებზე, ქალაქის კეთილდღეობისთვის საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები