29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა მეექვსე პლენარულ სესიას გამართავს.

29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა მეექვსე პლენარულ სესიას გამართავს.

29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, კიევში, უკრაინის უმაღლეს რადაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეა მეექვსე პლენარულ სესიას გამართავს. სესიის ფარგლებში, ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

2017 წელს ასამბლეამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტები ისეთი მნიშვნელობის თემებზე როგორიცაა: ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობა; ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირება; 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორციელება ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ასამბლეა 24 ნოემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებითაც იმსჯელებს და პარტნიორების ინტერესებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, სამიტის საყურადღებოდ, განცხადებას შეიმუშავებს. მიმდინარე წელს, ასამბლეის ფარგლებში, შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორების სამი ასოცირებული ქვეყნის შემადგენლობით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების თემაზე, რომელიც პირველ სხდომას უკრაინის სესიის ფარგლებში გამართვას და თანათავმჯდომარეებს აირჩევს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრია. ასამბლეის ინაუგურაცია 2011 წლის 3 მაისს, ბრიუსელში შედგა.

ეს ფორუმი ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, საპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად, მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში. ასამბლეა იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს, ევროკავშირის ინსტიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების საყურადღებოდ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები