29 დეკემბერს თბილისში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

29 დეკემბერს თბილისში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

29 დეკემბერს თბილისში 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი – 5 პირი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი უმოკლეს ვადაში გახსნა.

„დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ამ ეტაპზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელის და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადაგდო. ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებილ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები