27-28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

27-28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, დ. ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 და 28 ნოემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და პ. კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს.

ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით.

გადაადგილება თავისუფალი იქნება პ. კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით იმოძრავებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები