26 თებერვალს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

26 თებერვალს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

26 თებერვალს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. რის გამოც, 2018 წლის 26 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან  დილის 07:00 საათამდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები