26 მაისის აქციის დარბევის საქმეში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე დაიკითხა

26 მაისის აქციის დარბევის საქმეში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე დაიკითხა

26 მაისის აქციის დარბევის საქმეში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე დაიკითხა.

როგორც მოწმემ განაცხადა, 2011 წლის 26 მაისს აქციის მონიტორინგს ახორციელებდა, რა დროსაც დარბევის დროს დააკავეს. მისივე თქმით, სპეცრაზმელების ნაწილი საკუთარ თანამშრომელს რომელსაც დაკავებული ჰყავდა ცემისკენ მოუწოდებდა თუმცა მან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენა.

მისივე თქმით გაუვნებელყოფილ აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები სასტიკად ექცეოდნენ ხელკეტებით სცემდნენ და რეზინის ტყვიებს ესროდნენ. დიღომში თბილისის მთავარ იზოლატორში გადაიყვანეს სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ დაკავებულები.

აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იქაც გრძელდებოდა. ჯავახაძის თქმით დარბევის დაწყებამდე რუსთაველის გამზირის დატოვება სცადა, თუმცა ყველა შესასვლელი ჩაკეტილი იყო და აქციის მონაწილეები მშვიდობიანად ვერ ტოვებდნენ ტერიტორიას

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები