26 დეკემბერს 19:00 საათზე „ბილტმორ თბილისში“ ,,ქართული ბრენდის დღე 2018’’ გაიმართება.

26 დეკემბერს 19:00 საათზე „ბილტმორ თბილისში“ ,,ქართული ბრენდის დღე 2018’’ გაიმართება.

26 დეკემბერს 19:00 საათზე „ბილტმორ თბილისში“ ,,ქართული ბრენდის დღე 2018’’ გაიმართება.
„ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ეროვნული დღესასწაული. შედეგმაც არ დააყოვნა“,- აცხადებენ კომპანიაში.
„ქართული ბრენდის დღე“ უკვე 16 წელია არსებობს, რაც მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით ყოველთვის განსხვავებულია, იზრდება და ვითარდება. ბუნებრივია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა“,- აცხადებს „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი მანანა გეგიძე.
16 წლის მანძილზე არაერთი ქართული ბრენდი წარმოჩინდა, არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული ,,ქართული ბრენდის დღის“ ჯილდო. განსაკუთრებულად ამაღელვებელი წლის ბრენდ-პერსონის გამოვლენაა. ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რობერტ სტურუა, გურამ დოჩანაშვილი… – მათ უკვე მოიპოვეს ეს ტიტული. 2018 წლის ,,ბრენდ-პერსონის“ ვინაობა კი 26 დეკემბერს გაირკვევა.
პროქტის პარტნიორები არიან: საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის მეგობართა კლუბი, ჩარჩოს სახლი ,,პანორამა“, სარეკლამო კომპანია ,,მეგაპრინტი“, ,,ალექსა არტ ქეიქი“.
მხარდამჭერები კი არიან საქართველოს ბიზნეს რეიტინგების კავშირი, ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი’’, „ქალთა ბედნიერება“, ბელა მეტრეველის კლინიკა, ლივ ჰოსპიტალი.
საინფორმაციო მხარდაჭერას კი რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, ,,ტელეიმედი,” „რუსთავი 2“, ჟურნალი „სარკე“, „პრაიმ ტაიმი“, 2020 ნიუსი, ტელეკომპანია პულსი, brandnews.ge , მედიაჰოლდინგი ,,კვირა’’, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, მედიასააგენტო ,,კლიპარტი“ უზრუნველყოფენ.

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები