26 აგვისტოს, ბათუმში ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად გარდაიცვალა.

26 აგვისტოს, ბათუმში ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მისი მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად გარდაიცვალა.

26 აგვისტოს, ბათუმში ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მევიოლინეს მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ კონცერტზე დამსწრეთაგან ხდება ცნობილი.

თამაზ ჩაჩავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელსაც მევიოლინის ოჯახთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს:

“მთელი გულით ვუთანაგრძნობ ჩემს ძვირფას მეგობარს, ქალბატონ ლიანა ისაკაძეს მისი მეუღლის ბატონ თამაზ ჩაჩავას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. მე პირადად, უკვე სამი ათეული წელია და თინიკო კი თითქმის ოცი წელია, რაც ვმეგობრობდით ბატონ თამაზთან და მუდამ გულისტკივილით გაგვახსენდება ეს უნიჭიერესი, ზედმიწევნით წესიერი, უაღრესად განათლებული და დახვეწილი პიროვნება.

მოგვენატრება მასთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები და მისი კეთილმასპინძლობა ყველგან, სადაც თავად იყო, რადგანაც ასეთი იყო, ყველგან ყველასი მასპინძელი და ყველასი მხარში მდგომი. უდიდესი ტრაგედიაა ეს ქალბატონი ლიანასთვის და ღმერთმა მისცეს მას ძალა, რომ გაუმკლავდეს ცხოვრებას ბატონი თამაზის გარეშე. ძალიან მოგვენატრება…. ნათელში იყოს მისი სული…” – წერს კვაჭანტირაძე.

ლიანა ისაკაძე და თამაზ ჩაჩავა 45 წელი ცხოვრობდნენ ერთად. წყვილი ერთი კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში, რათა საუკუნის საუკეთესო მევიოლინეს მუსიკალურ ფესტივალ “ღამის სერენადებში” მიეღო მონაწილეობა, რომელიც ბათუმში 26-28-29 აგვისტოს იმართება.

ფესტივალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მევიოლინემ ასე ისაუბრა მეუღლის შესახებ, რომელიც მასთან ერთად სიმღერას აპირებდა ფესტივალის დროს:

“ამჯერად, ფესტივალზე იმღერებს ჩემი მეუღლე ჯაზს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ის ისე კარგად მღერის, ყველას მოეწონება. მეც დავუკრავ, აუცილებლად. თურმე, მეც ვუკრავ ჯაზს”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე თამაზ ჩაჩავამ ლიანა ისაკაძის წიგნის – “ლიანა ისაკაძის მედიტაციების” შესახებ ესაუბრა, რომელიც 10 წელია გამოცემულია. თამაზ ჩაჩავამ მეუღლის წიგნს გენიალური უწოდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები