25 წლის ქეთი მამულაშვილი პრემიერმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

25 წლის ქეთი მამულაშვილი პრემიერმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მათ შორის ყველაზე უმცროსი, 25 წლის ქეთი მამულაშვილია. იგი პრემიერმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

ქეთი მამულაშვილი პროფესიით იურისტია, მან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამთავრა. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი. 2015 წლიდან დღემდე ევროპელი ახალგაზრდა კონსერვატორების პრეზიდენტია. 2016 წლიდან დღემდე არის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები