24 იანვარს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

24 იანვარს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

24 იანვარს, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უმრავლესობის სხდომაზე ასევე განხილული იქნება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენების მოსმენასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარს, 11:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები