23 მაისს სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა, “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც არის „აგვისტოს ომის“ საქმე

23 მაისს სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა, “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც არის „აგვისტოს ომის“ საქმე

23 მაისს სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა, “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც არის „აგვისტოს ომის“ საქმე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს დღე მთელი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
„23 მაისს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე მთელ ქვეყანას. მინდა, მედიას და თითოეულ თქვენგანს ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება, რადგან თავად თემა არის საყურადღებო – 23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა, “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც არის „აგვისტოს ომის“ საქმე.
23 მაისს გადაწყვეტილება არ ცხადდება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო, ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის სასიკეთო, რომ იყოს რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, ამ დღემ ჩაიაროს წამატებით ჩვენი ქვეყნისთვის. იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გასწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე, ჩვენს სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად. პირველ რიგში, სამართალდამცველმა ბლოკმა ჩვენი მთავრობის, იქნება ეს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც შევძელით, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით, პრაქტიკულად შეუძლებელი და რამდენიმე კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და დახმარების შედეგად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს, აბსოლუტურად გამართლებული პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები