22 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ იცვლება

22 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ იცვლება

22 სექტემბრამდე საქართველოში ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ იცვლება. დასავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება 32-37 გრადუსამდე შიდა რაიონებში, მთიან რაიონებში 31-36 გრადუსი, სანაპირო რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით იქნება დასავლეთთან შედარებით განსხვავებული, შესაბამისად აქაც ნარჩუნდება სიცხეები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, მთასა და ბარში 29-34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, და 22 სექტემბრიდან ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.

“სანაპირო რაიონებში 21-დან 25 გრადუსამდე. შიდა რაიონებში ალბათ 28-33. განსხვავება დიდი არ არის. ასევე მოსალოდენლია ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში.

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დასავლეთის მსგავსად არ შემცირებულა, ჰაერის ტემპერატურის კლება უფრო დასავლეთ საქართველოზე იმოქმედებს, ვიდრე აღმოსავლეთზ”, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში შენარჩუნდება 30-დან 33 გრადუსამდე სითბო. 22 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის, შესაძლოა, დაახლოებით 1 გრადუსით დაიკლოს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები