22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას. მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს, მოიძიებთ ახალ სპონსორებს, მოერიდეთ კამათს ავტორიტეტებთან, უცხო კულტურის მქონე ადამიანთან.

კურო
მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, საყიდლებს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან.

ტყუპი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. არაფერი გიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას; – მათ, ვინც გეპირფერებათ.

კირჩხიბი
შეიძლება გაიტაცოთ რეჟისურამ, ფოტოხელოვნებამ. მეგობრებისთვის საუკეთესო ფსიქოლოგი და მკვლევარი იქნებით. კარგი დღეა სწავლისა და ინფორმაციის მისაღებად.

ლომი
დღეს სოციალური ცხოვრების ცენტრში აღმოჩნდებით. წვეულებაზე გაიცნობთ პოპულარულ და გავლენიან ადამიანებს. ზოგიერთი მეგობარი ან პარტნიორი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას გამოავლენს.

ქალწული
ზედმეტად სენტიმენტალური და მიმნდობი ხართ. ნუ გააიდეალებთ ნურავის. ნუ გგონიათ, რომ ვალში ხართ მასთან, ვინც რთულ მომენტში დაგეხმარათ. საქმეებში დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი.

სასწორი
ენერგიული და აქტიური ხართ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტუალური და ტექნიკური შესაძლებლობები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. დღეს გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი.

მორიელი
ურთიერთობების, ცოდნისა და ინფორმაციების მიღების დღეა. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებთან და ფინანსებთან. ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმიანობაში, აზარტულ თამაშებში.

მშვილდოსანი
დღეს კრიტიკასაც და შექებასაც მშვიდად უნდა შეხვდეთ. ეცადეთ, გამოასწოროთ შეცდომები, ხასიათის მავნე თვისებები. ნუ გადავარდებით ილუზიებში.

თხის რქა
შანსი გამოგიჩნდებათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ.

მერწყული
მეტად გამოავლინეთ თქვენი ღირსება და დამალეთ ნაკლოვანებები. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. საქმეებს და აფერისტ ადამიანებს, რომლებიც საეჭვო საქმიანობით გამდიდრებას გპირდებან.

თევზები
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები; ურთიერთობა მშობლებთან. იყავით სერიოზული დაკისრებული მოვალეობებისადმი. ზოგიერთს ოჯახში მატება ელის, ზოგს – სტუმრები.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

კომენტარები