21 ნოემბრიდან პირველი დეკემბერის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება-კალაძე

21 ნოემბრიდან პირველი დეკემბერის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება-კალაძე

21 ნოემბრიდან პირველი დეკემბერის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებში დედაქალაქში ღამის მერები, ურბანული განვითარებისა და კულტურის მენეჯმენტის დარგის ექსპერტები ჩამოვლენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფორუმზე 9 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

„პარალელურად, ფორუმის დღეებში კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ერთვებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ღამის ეკონომიკის განვითარებასა და ხელშეწყობაზე. ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, მაგრამ გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ. სხვადასხვა ქვეყნებიდან გვეყოლებიან სტუმრები და ვისაუბრებთ, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას, ახლაგაზრდების ჩართულობას, სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, ქუჩის მუსიკის პროექტის ფარგლებში, 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და „დედაენის ბაღში“, 150-მდე ქართველი მუსიკოსი კონცერტს გამართავს. მუსიკოსები 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას თავის შემოქმედებას გააცნობენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქუჩის მუსიკოსებში. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოვლენის და ეს დამოკიდებულება, დახმარება და თანადგომა მერიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები