21- 22 ივლისს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება.

21- 22 ივლისს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება.

21- 22 ივლისს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში, მდ.რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 21 და 22 ივლისს, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის განცხადებით, დროის ამ პერიოდში, აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა  საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები