2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიში მოიცავს 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.
ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“: 29% – დადებითი, 69% – ნეიტრალური, 2% – უარყოფითი;
მთავრობა: 19% – დადებითი, 80% – ნეიტრალური, 1% – უარყოფითი;
„ნაციონალური მოძრაობა“: 56% – ნეიტრალური, 44% – უარყოფითი;
პრემიერ-მინისტრი: 19% – დადებითი, 80% – ნეიტრალური, 1% – უარყოფითი;
მიხეილ სააკაშვილი: 25% – ნეიტრალური, 74% – უარყოფითი;
„ევროპული საქართველო“: 61% – ნეიტრალური, 38% – უარყოფითი;
ადგილობრივი მთავრობა: 16% – დადებითი, 84% – ნეიტრალური.
ტელევიზიების მედიამონიტორინგი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ჩაატარა. მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.