Archive

მთავარი გვერდი
ეკონომიკა

გენადი არველაძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წინაშე მოხსენება გააკეთა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წინაშე მოხსენება გააკეთა. გენადი არველაძემ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულ

საზოგადოება

დღეს კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება-რუსთავის მერი

ბოლო პერიოდში ჩემს მიმართ დაწყებული ბინძური კამპანია, რომელშიც მაქსიმალურად ვცდილობდი, არ ჩავრთულიყავი და არ გამეკეთებინა არარსებულ ამბებზე კომენტარი, პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესებთან, რომელთა მიზანიც რუსთავის კეთილდღეობისა და წინსვლის შეჩერებაა – ამის შესახებ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინტერნეტგამოცემა presa.ge-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს. „ჩემი სახელის დისკრედიტაციით და გამოგონილი ამბებით ცდილობენ, ზიანი მიაყენონ მმართველი გუნდის ერთიანობას, დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში და რუსთავის თვითმმართველობის მიმართ მოსახლეობისნდობის ხარისხი შეამცირონ. დღეს ერთერთი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება ჩემი პატივისა და ღირსების დასაცავად. ვინაიდან ბოლო ამბის ინსპირაცია ჩემი პორტუგალიაში ვიზიტი გახლავთ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ, მხოლოდ ამ ნაწილში ვუპასუხო საზოგადოებას და არა მედიასაშუალებას, რომელიც ჭორებს ავრცელებს. პორტუგალიაში ჩემი ვიზიტი იყო გაეროს მიერ ორგანიზებული, სადაც სერბეთის, მოლდავეთის, ლიბანის, პორტუგალიის, ტაჯიკეთისა და ხორვატიის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ხელიმოვაწერე ქარტიას, რომელიც მზის ენერგიის სისტემების განთავსების ხელშეწყობას, ასევე, მზის ენერგიის სისტემების განვითარებაში სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს”- წერს ირაკლი ტაბაღუა სოციალურ ქსელში. ინტერნეტგამოცემა presa.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,

სამართალი

ქობულეთში პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ის ახალგაზრდები, რომელთა გაშველებასაც სამართალდამცველები ცდილობდნენ.

ქობულეთში პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ის ახალგაზრდები, რომელთა გაშველებასაც სამართალდამცველები ცდილობდნენ. ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.  პოლიციელები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ორი მათგანი დაშავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების

საზოგადოება

საქართველოსა და Eurojust-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება

2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსა და Eurojust-ს შორის ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ წარმატებით დასრულდა − საქართველოსა და “ევროჯასტს” შორის თანამშრომლობის შეთანხმება 29 მარტს გაფორმდება. საქართველოს

საზოგადოება

ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, მე თანამდებობას დავტოვებ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირობა დადო, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე მის მიმართ მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება, ის თანამდებობას

საზოგადოება

“ოპოზიცია ძალიან ცდილობს, წარმოადგინოს ისე, თითქოს, ხელისუფლება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას საკმარისად არ ცდილობს, ეს ტყუილი, ან არაკომპეტენტური განცხადება მგონია”

“ოპოზიცია ძალიან ცდილობს, წარმოადგინოს ისე, თითქოს, ხელისუფლება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას საკმარისად არ ცდილობს, ეს ტყუილი, ან არაკომპეტენტური განცხადება მგონია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. „არ

საზოგადოება

2018 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია-გენადი არველაძე

„2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში – საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან 18 პროცენტით გაიზარდა და 3 361 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა”. ამის შესახებ

საზოგადოება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეუწყდება.

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეუწყდება. კომპანია „თელასის“ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია. „თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების,

საზოგადოება

ნაქერალას უღელტეხილზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უხელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღგა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საზოგადოება

გია ვოლსკის სახლი გაქურდეს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში მდებარეობს.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის სახლი გაქურდეს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში მდებარეობს. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა. როგორც „კვირას“ თავად დეპუტატმა განუცხადა, სახლიდან სამუშაო ინსტრუმენტებია წაღებული. „დაახლოებით, ერთი