2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ ყველაზე დიდი თანხა 317,9 მლნ ლარი რიკოთის გვირაბი-არგვეთას მონაკვეთზე დაიხარჯება. 135 მლნ ლარი მოხმარდება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გზისა და გვირაბის მშენებლობას. 20 მლნ ლარია გაწერლი ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტუქცია-რეაბილიტაციაზე.

მომავალ წელს დაგეგმილია ასევე ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტის პროექტით 15 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მომავლ წელს დაგეგმილია ასევე იმ პროექტის განხორციელება, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წლებია ელოდება. კერძოდ 28,5 მლნ ლარია გამოყოფილი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 20 მლნ ლარით დააფინანსებს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა, ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია მშენებლობას.

გარდა ამისა, მომავალი წლისთვის დაგეგმილია შემდეგი პროექტები: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური- რიკოთის მონაკვეთი (100 მლნ ლარი), სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი (100 მლნ ლარი), ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (70 მლნ ლარი), გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (58.5 მლნ ლარი), ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლი (54 მლნ ლარი), ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა (20 მლნ ლარი), ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია (13 მლნ ლარი).

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით 1 მლრდ 965 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 139 მლნ 800 ათასი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის გაცვლითი კურსი 2.63 ლარია.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები