2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა 1 მლრდ 230 მლნ ლარს შეადგენს.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა 1 მლრდ 230 მლნ ლარს შეადგენს.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა 1 მლრდ 230 მლნ ლარს შეადგენს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვარიანტში წერია, რომ ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა 2 მლრდ 160 მლნ ლარია.

მათ შორის: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − 500 მლნ ლარის ოდენობით; საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 105 მლნ ლარის ოდენობით; აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 130 მლნ ლარის ოდენობით; ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან (MFA) (EU) მისაღები სახსრები – 60 მლნ ლარის ოდენობით; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1 მლრდ 365 მლნ ლარის ოდენობით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს”, – ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტში.

მომავალი წლის ბიუჯეტში დოლარის გაცვლითი კურსი 2.63 ლარია.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები