2019 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასები საშუალოდ 250 ლარით გაიზრდება.

2019 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასები საშუალოდ 250 ლარით გაიზრდება.

2019 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასები საშუალოდ 250 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში წერია. ეს თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან არის გაწერილი, რომელიც მომავალი წლისთვის 643 მლნ 500 ათასი ლარით განისაზღვრება. ამავე ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდაც.

დაგეგმილია, რომ მომავალ წელს 23,7 მლნ ლარით გაიზდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება და უწყების ასიგნებები 1 მლრდ 485 მლნ ლარით არის განსაზღვრული.

ამ თანხიდან 738 მლნ 600 ათასი ლარი სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსებას მოხმარდება, 48 მლნ 700 ათასი ლარი – პროფესიული განათლების დაფინანსებას, 168 მლნ ლარზე მეტი უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის არის გაწერილი. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 138 მლნ 700 ათასი ლარია გაწერილი, რაშიც შედის ზოგასაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფარასტრუქტურის განვითარება და სხვა.

მომავალი წლისთვის, სხვა უწყებების ასიგნებები ასე გამოიყურება:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 298 მლნ 100 ათასი ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 324 მლნ 700 ათასი ლარი; ფინანსთა სამინისტრო – 91 მლნ ლარი;იუსტიციის სამინისტრო – 184 მლნ 900 ათასი ლარი;საგარეო საქმეთა სამინისტრო – 127 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო – 790 მლნ ლარი.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ისევე როგორც წინა წლებში, ყველაზე მეტი ასიგნება კვლავ ჯანდაცვის სამინისტროსთვის არის გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლის გეგმასთან შედარებით 239 მლნ 500 ათასი ლარით იზრდება და 3 მლრდ 386 მლნ 100 ათას ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%). 2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის ₾140 მილიონით იზრდება – ბიუჯეტის პროექტით 1 მლრდ 965 მლნ ლარია გამოყოფილი.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები