2019 წელს თბილისში 11 ახალი ბაღის აშენება იგეგმება.

2019 წელს თბილისში 11 ახალი ბაღის აშენება იგეგმება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ 2019 წელს თბილისში 11 ახალი ბაღის აშენება იგეგმება.

“ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა რომ მათი შვილები მოხვდნენ საბავშვო ბაღებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ არის საბავშვო ბაღების ნაკლებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

წელს დაახლოებით 10 ბაღი აშენდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია, რომ ეს ახალი ბაღები თავისი დიზაინით და შინაარსობრივად შეესაბამება  სტანდარტებს”,- განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა დასძინა 2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები დასრულებული უნდა იყოს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები