Archive

მთავარი გვერდი
საზოგადოება

“ყველა ჩვენგანის სურვილია გვყავდეს განათლებული, ლაღი, ჯანსაღი, წარმატებული და იმავდრულად საუკუნოვან კულტურულ ტრადიციებზე გაზრდილი მომავალი თაობა”-გიორგი ტყემალაძე

“ყველა ჩვენგანის სურვილია გვყავდეს განათლებული, ლაღი, ჯანსაღი, წარმატებული და იმავდრულად საუკუნოვან კულტურულ ტრადიციებზე გაზრდილი მომავალი თაობა”, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმზე

საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილების შემცირებას არ გამოიწვევს.

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილების შემცირებას არ გამოიწვევს. კალაძის განცხადებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ იმუშაოს, მას ექნება ამის საშუალება, ოღონდ რეგულაციები დაწესდება. “ტაქსების რეგულაციებს რაც

საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, იმ ქვეყანაში დააბრუნებენ, საიდანაც იგი უკრაინაში შევიდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, იმ ქვეყანაში დააბრუნებენ, საიდანაც იგი რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემოვიდა. „იყო სამი მიკროავტობუსი. როგორც ამოიცნეს, ეს იყო საემიგრაციო სამსახური, ასევე,

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილმა, ევრონესტის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,  ქეთევან ციხელაშვილმა, ევრონესტის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე დღეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გადაუჭრელი კონფლიქტი და

პოლიტიკა

ჩვენთვის მთავარია, გამოძიების ობიექტურად წარმართვის შედეგები მოვისმინოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, შემდეგი ეტაპი რა შეიძლება იყოს -ეკა ბესელია

ჩვენთვის მთავარია, გამოძიების ობიექტურად წარმართვის შედეგები მოვისმინოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, შემდეგი ეტაპი რა შეიძლება იყოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო

საზოგადოება

ელექტრონული პორტალი – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. ელექტრონული პორტალი ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების

საზოგადოება

„რელიგიურ მიმდინარეობებსა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, ყველაზე საინტერესოდ, ალბათ იმ ადამიანებს შორის, ვისაც მე ვიცნობ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოადგინა, თავისი ცხოვრებით, ამ თანამშრომლობის შინაარსი“-პრეზიდენტი

„რელიგიურ მიმდინარეობებსა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე, ყველაზე საინტერესოდ, ალბათ იმ ადამიანებს შორის, ვისაც მე ვიცნობ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოადგინა, თავისი ცხოვრებით, ამ თანამშრომლობის შინაარსი“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს

საზოგადოება

კომპანია „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

კომპანია „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „კომპანიაში“ მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკული განცხადებები „ნილის“დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. “ჩვენი კომპანია 2005 წლიდან

საზოგადოება

„ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად“-ირაკლი კობახიძე

  „ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და  დემოკრატიული ფასეულობებისდასაცავად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სამოციქულომართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმიმიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება” განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული თარიღია. პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობისხელყოფა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. „ასი წლის წინ, ქართველი ერისთვის უმძიმეს პერიოდში, ქართული ეკლესიის გათავისუფლება ჩვენიდამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დაბრუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ეკლესიაყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები  ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი ისტორიისყველაზე მძიმე პერიოდებში, ჩნდებოდნენ გმირი მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ და ხშირადკი, სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები იმ ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობადა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველას გვახსოვს საქართველოს ისტორია და ვიცით, რომ ქართველმა მეფეებმა სწორედ  ეკლესიისა და ქრისტიანულიღირებულებების ირგვლივ გააერთიანეს ქართული სახელმწიფო. ეს კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა  და ერის წელში გატეხვის მცდელობაყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. ასე მოხდა ორი საუკუნის წინაც.  1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა, კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონის უხეშიხელყოფით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. 106 წლის განმავლობაში, ერმა სულიერი წინამძღოლის–  კათალიკოს–პატრიარქის გარეშე იცხოვრა, ხოლო ქართული ეკლესია,  კანონიკური სამართლის დარღვევით, რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ შედეგი  106 წლის შემდეგ გამოიღო.  ქართულმა ეკლესიამ აღიდგინაავტოკეფალია და აირჩია კათალიკოს–პატრიარქი,  წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ე, თუმცა ეკლესიისდამოუკიდებლობისთვის  ბრძოლა ამით არ დასრულებულა. ათწლეულების მანძილზე ქართული ეკლესიის წინააღმდეგამოქმედებული საბჭოური მანქანით ქართული ეკლესია–მონასტრების დახურვის, სიწმინდეების ქვეყნიდან გატანისა დაქართული სამღვდელოების მიმართ  რეპრესიების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი  ეკლესიისსაჭეთმპყრობლები – ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III, ეფრემ II-ე და სხვა წმინდა მამები. შეუფასებელია მათი დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე.   ეს ადამიანები არიან ჩვენიეროვნული სიმდიდრე და ეროვნული სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, უფლის ნება იყო, როდესაც ოთხი ათწლეულის წინ საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია II ჩაუდგა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება დაგანაცხადა, რომ სწორედ მისი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგი იყო, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოსეკლესიის ავტოკეფალურობა ოფიციალურად აღიარა. „უფლის ნება იყო, რომ ოთხი ათწლეულის წინ  საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა უწმინდესი და უნეტარესიილია II. სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია II-ს დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საბოლოოდ, გამარჯვებით დაგვირგვინდა. უწმინდესისა და უნეტარესის  ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ, უამრავი რამ შეიძლება ითქვას და ეს კარგად იცისარა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ. უწმინდესისა და უნეტარესის    ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზეძვირფასის – სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა  დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილურიმიზნისთვის, ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება.  მინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმაქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიის საფუძვლიანიცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია და წინაპრების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდადაგვავიწყდეს. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებებისმრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. დღესსწორედ ჩვენი წინაპრების –მამებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებით ვართ აქ. არასდროს უნდადაგვავიწყდეს, ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაიღეს. წარსულისდავიწყებით უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩვენ ვერ შევქმნით. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი  ერის წიაღიდან იშვნენ გმირები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენამდემოიტანეს ყველაზე წმინდა: მამული, ენა და  სარწმუნოება. და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები კვლავ ჩვენსგვერდით ცხოვრობენ. არასოდეს უნდა  დაგვავიწყდეს,  რომ  ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისადა  დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად. კიდევ ერთხელ, მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული სასულიერო და საერო პირის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში, ერთ–ერთ ყველაზე მძიმე  და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში გაიმარჯვეს“,- განაცხადასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისმოსაყდრე მეუფე შიომ. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობისაღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივიცხოვრება” საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითგაიმართა.

ეკონომიკა

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ბიზნესს მისცა თავისუფლება-დიმიტრი ქუმსიშვილი

„ბადაგონთან“ დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს – პირველ რიგში,  ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს