2018 წლის თბილისის ბიუჯეტში ძირითადად, იმ პროექტების შეტანა მოხდება, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაჰპირდნენ-ირაკლი ხმალაძე

2018 წლის თბილისის ბიუჯეტში ძირითადად, იმ პროექტების შეტანა მოხდება, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაჰპირდნენ-ირაკლი ხმალაძე

ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში ძირითადად, იმ პროექტების შეტანა მოხდება, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაჰპირდნენ.

მისი თქმით, ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტში, რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტის ასახვა მოხდება.

“არსებითი ცვლილება იქნება ბიუჯეტის. ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან კახი კალაძის მხრიდან, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაუზარდოს, რომ ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელსაც მოსახლეობას დავპირდით. ჩვენ ველოდებით, რომ, საბიუჯეტო ტრანსფერი, საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდოს და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს. ახლა წარდგენილია 815 მლნ, გაზრდილ ოდენობას ვერ დაგისახელებთ. ზრდა იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები