2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი-გიორგი კვირიკაშვილი
დღეს უკვე მომზადების პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და 2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს არა მარტო თბილისის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთლიანი ჯამი ამ პროექტების 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89-90 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. ეს არის 1 მილიარდ 800 მილიონზე მეტი დანახარჯები, რაც ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილია; კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის სერიოზული განვითარების წელი
კატეგორიები:
პოლიტიკა