რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს. 2018 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის კლინიკები ვეღარ ჩაერთვებიან, რომლებიც ელექტრონული რეცეპტის გამოწერის პრაქტიკაზე არ გადავლენ.
პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო.
ამ პროცესს წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვის მომზადება უძღოდა. ხედვა 2030 წლისთვის საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ხედვის მიხედვით, გამკაცრდება საკანონმდებლო კონტროლი და სანქციები მედიკამენტების მარკეტინგზე, სპონსორობაზე, ექიმების საჩუქრებზე, სავალდებულო გახდება ელექტრონული რეცეპტები, რითაც ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სია გაკონტროლდება.
მსგავსი სიახლეები

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია, ის თეორიული ვარიანტი, რომელიც ხუთი სახის ნარკოტიკის ფლობასთან დაკავშირებით, შემცირებული დოზის დაშვებას გულისხმობს.

პირველი მაისიდან თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.
