2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთ საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს, სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

“კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღიაკამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის. გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით:

ჩუღურეთი, ნაძალადევი: 15.266;
სამგორი: 14.657;
ისანი, ვაზისუბანი: 10.871;
გლდანი, სანზონა ,თემქა:  10.341;
დიღომი, დიდუბე: 5.148;
მთაწმინდა, კრწანისი: 7.573;
საბურთალო: 3.627;
ნუცუბიძე :1.151;
ვაკე, წყნეთი: 499.

არ გარისCO, CO (ცეო) კლავს!”, -აცხადებენ “ყაზტრანსგაზ -თბილისში”.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები