2018 წელს დელფინის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

2018 წელს დელფინის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და გამორიყული დელფინის ობსერვაცია განახორციელეს, მიმდინარეობს კვლევა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან ზღვის ძუძუმწოვრის(დელფინის) გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება.
სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და გამორიყული დელფინის ობსერვაცია განახორციელეს, მიმდინარეობს კვლევა.
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით 2018 წელს დელფინის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წელს კი დელფინების გამორიყვის 98 ფაქტი იყო დაფიქსირებული“, –აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

ლევან რატიანი: ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა

, გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – “დავასუფთაოთ მსოფლიო” მონაწილეობა მიიღეს.

დავით მელუა საქართველოს პარლამენტში, მაია ცქიტიშვილის მოხსენებას გამოეხმაურა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი შეაფასა.
