2017 წელს საქართველოს 7,5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წელს საქართველოს 7,5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%)-ია.

იანვარი – დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი – დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამომსვლელების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9%, ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% და გერმანია +25.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +23.3%)-ია.

დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 234,969შეადგინა, რაც56,591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +31.7%).

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2017 წლის I-III კვარტალის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2მილიარდ (2,174,481,448) დოლარს (ზრდა +29%), რაც489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-III კვარტალის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2017 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.
ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.
სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.
99 საერთაშორისო პრესტური, საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი.
14 ინფორმაციული ტური. საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი.
საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა:
BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes, Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები