2013 წლიდან ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ

2013 წლიდან ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ

თუ 2012 წლამდე აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ თბილისზე და მხოლოდ თბილისი იყო დაფარული გაზგამანაწილებელი მილებით. 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენ შევცვალეთ აქცენტები და ძირითადად, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია რეგიონების გაზიფიცირებისკენ , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, წალენჯიხის რაიონი მალე სრულად გაზიფიცირდება.

„ლოგიკურია, რომ წალენჯიხიდან, მაქვს პატივი წარმოვუდგინო საზოგადოებას, როგორ მიმდინარეობს ჩვენი მასშტაბური გაზიფიცირების პროგრამა. დღეს წალენჯიხა, რომელსაც სულ რამდენიმე თვის წინ შევპირდით, რომ აქ გაივლიდა მილი და იქნებოდა გაზი. დღეს მათ უკვე შეუძლიათ მიმართონ გაზგამნაწილებელ კომპანიებს და ისარგებლონ ამ სიკეთით. უახლოეს თვეებში გეგმის თანახმად კიდევ 13 თემის 49 სოფლის გაზიფიცირება და პრაქტიკულად სრულად წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გაზის ინფრასტრუქტურით სრულად დაიფარება. ასეთივე ტემპით ვახორციელებთ გაზიფიცირებას მთელ საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები